თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად ​​​​​​​დაღუპულთა საერთო რაოდენობა 3 000-ზე მეტია

გამოქვეყნდა:

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3 000-ზე მეტია, -  ქვეყნებში სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) ინფორმაციით, თურქეთში სულ მცირე 1 700 ადამიანი დაიღუპა. სირიაში დაღუპულთა რიცხვი კი 1 000-ზე.

ბოლო ცნობებით, თურქეთში დაშავებულია 8000-მდე ადამიანი, სირიაში კი 1 300.

ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს ორი მოქალაქის გარდაცვალება. ქალაქები სტიქიის ეპიცენტრში პარალიზებულია, ვითარებას ისიც ართულებს, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში, სულ მცირე, 120 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა.


იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი