პოლონეთი მზადაა სააკაშვილი სამკურნალოდ მიიღოს და EU-ში ხელმოწერებს აგროვებს, რომ ოფიციალურ თბილისს მიმართოს - მედია

გამოქვეყნდა:

პოლონეთი მზადაა მიიღოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ და აგროვებს ხელმოწერებს ევროკავშირში, რათა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლების თაობაზე - ამის შესახებ ინფრომაციას პოლონური რადიოს ბრიუსელის კორესპონდენტი ავრცელებს. ჟურნალისტის ცნობით, ნახა თბილისისთვის გამოსაგზავნი წერილის. 

ბეატა პლომეცკას ინფორმაციით, პოლონეთის ინიციატივის შესახებ წერილი თბილისში ხუთშაბათს ევროკავშირის სამიტამდე უნდა გაიგზავნოს. მედიის ცნობით, წერილში ნათქვამი იქნება, რომ სააკაშვილი მკურნალობის პერიოდში, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნისას არ დაკავდება საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობით.

"თუ სააკაშვილი მოკვდება, მისი სიკვდილი ჩრდილს მიაყენებს საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან", - ნათქვამია წერილის ფრაგმენტში, რომელიც ნახა პოლონური რადიოს ბრიუსელის კორესპონდენტმა ბეატა პლომეცკამ.

წერილი ეხება რუსეთის თავდასხმას უკრაინაზეც, რომელიც, როგორც აღნიშნულია, რუსული იმპერიალიზმის მორიგი მსხვერპლია, ისევე როგორც საქართველო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი