მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გაიწვია

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმის წარმოება საკონსტიტუციო სასამართლოში შეწყდა - შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია საუბარი.

1. №1723 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. 2023 წლის 11 იანვარს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა მოსარჩელე მხარის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.

3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს - ნათქვამია საკონსტიტუციოს მიერ გავრცელებული განცხადების სამოტივაციო ნაწილში.

მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის 10 ივნისს მიმართა. მთავრობა აცხადებდა, რომ გასული ერთ წელში პრეზიდენტმა არაერთხელ დატოვა რეაგირების გარეშე მთავრობის მიერ დასანიშნად წარდგენილი ელჩების კანდიდატები და ითხოვდა განმარტებას, დიპლომატების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 

 საკონსტიტუციოს პლენუმმა სარჩელი განსახილველად 24 ივნისის მიიღო. 

მთავრობას პრეზიდენტის წინააღმდეგ მეორე სარჩელიც ჰქონდა, რომლითაც საკონსტიტუციოს 16 აგვისტოს მიმართა. 

მთავრობა აცხადებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნაზე უარის თქმით, ანუ საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით, პირდაპირი ფორმით შეიჭრა საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. 

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი