ილია ჭავჭავაძემ თქვა, ადამიანი რომელიც სულ რაღაცას ელის, არის სულელი. ჩვენ ვართ სულელები, როცა სალომე ზურაბიშვილისგან სულ რაღაცას ველით - კობერიძე

გამოქვეყნდა:

"ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ ადამიანი რომელიც სულ რაღაცას ელის, არის სულელი. ჩვენ ვართ სულელები, როცა იმედს არ ვკარგავთ და სულ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც განსაკუთრებულს იზამს", - აცხადებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე.

ის გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, მთავრობამ ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელები უკან გამოიწვია

კობერიძის თქმით, საზოგადოება ბევრს არ უნდა ელოდეს იმ პრეზიდენტისგან, რომელიც სათავეში ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა.

"ჩვენი შეცდომა არის, რომ სულ ველით, რომ რაღაცას შეცვლის სალომე ზურაბიშვილი. ილია ჭავჭავაძემ თქვა, რომ ადამიანი რომელიც სულ რაღაცას ელის, არის სულელი. ჩვენ ვართ სულელები, როცა იმედს არ ვკარგავთ და სულ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი რაღაც განსაკუთრებულს იზამს. ნუ დაველოდებით სულ და სულელები ნუ ვიქნებით, ამ საკითხს ესე შევხედოთ. თუ სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს ამ პოზაში დაინახავს და მოინდომებს, რომ ისტორიაში რაღაცნაირად თავისი ფიგურა გამოკვეთოს, ამაზე უკეთესი შანსი არ ექნება. ის რომ ის ამ შანსებს არ იყენებს, ამაზე დარდს მგონი უნდა შევეშვათ და ამაზე იმედები არ დავაყრდნოთ", - თქვა ცოტნე კობერიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი