რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს დიპლომატების გაძევებით დაემუქრა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს, რომ შეერთებული შტატების საელჩო შეწყვიტოს "ჩარევა რუსეთის საშინაო საქმეებში" - წერს "რია ნოვოსტი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროს ცნობითვე, შესაბამისი ოფიციალური ნოტა ამერიკის ელჩს დღეს გადაეცა. 

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ს დიპლომატიური მისია აგრძელებს მავნე აქტივობას საინფორმაციო სივრცეში, უშვებს არასათანადო განცხადებებს რუსეთის ხელმძღვანელობის შესახებ და ავრცელებს სიყალბეს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე".

წყაროს თქმითვე, "ამერიკელი დიპლომატები გააფრთხილეს დივერსიული სამუშაოების განხორციელების მცდელობის შესახებ" და  უთხრეს, რომ თუ გაგრძელდება "ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები" ამაში ჩართული დიპლომატები, განურჩევლად მათი თანამდებობისა, გაძევებულნი იქნებიან რუსეთიდან.

"რუსული მხარე არ აპირებს შეეგუოს მძვინვარე ანტირუსულ პროპაგანდას, რომელსაც იმეორებს აშშ-ს საელჩოს საინფორმაციო რესურსები და აპირებს გამოიყენოს ყველა არსებული საშუალება მის გასანეიტრალებლად“, - ამბობს წყარო კრემლის პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი