ოკუპირებულმა ცხინვალმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული ლიპინები დამნაშავედ სცნო

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ცოლ-ქმარი ლიპინები სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ სცნო. ისინი შარშან საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

მარიონეტული რეჟიმის ცნობით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ მაღალჩინოსან სერგეი ლიპინს 16 წლით, მის მეუღლეს, ნანული ლიპინა-ჭულუხაძეს კი 13 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

"სახელმწიფოს ღალატშია" ეჭვმიტანილი მათი ქალიშვილიც, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ბრალდების მტკიცებით სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს ქართულმა არმიამ გამოიყენა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობითვე მან აღიარა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან 2006 წლიდან თანამშრომლობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი