გემი და მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულთა ჩამონათვალში - სააგენტო ბათუმის პორტში შესულ NIKOLAY MESHKOV-ზე

გამოქვეყნდა:

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, კომოროსის დროშის ქვეშ მცურავი გემი "NIKOLAY MESHKOV"  ბათუმის საზღვაო ნავსადგურში  5 თებერვალს შემოვიდა, მისი მფლობელი კი  სანქცირებულთა ჩამონათვალში არ იძებნება. 

"საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, 2023 წლის 1-ლ თებერვალს ბათუმის ნავსადგურის საღუზე რაიონში ღუზაზე დადგა კომოროსის დროშის ქვეშ მცურავი გემი "NIKOLAY MESHKOV”. გემის მოსვლის ნავსადგურია - დონის როსტოვის პორტი, რუსეთი.

გემი ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა 5 თებერვალს და შემოიტანა 4718,411 მ.ტ. კოქსი.

გემის მფლობელი კომპანია რეგისტრირებულია სენტ-კიტსი და ნევისში.

სკრინინგის შედეგად გემი და მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ პირთა/კომპანიების ჩამონათვალში.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება" - წერია განცხადებაში

ინფორმაცია, რომ ბათუმის პორტში რუსეთიდან გემი შევიდა "კავშირებმა" გაავრცელა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "მთავარი არხი" საზღვაო ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს, ადგილზე მისული გადამღები ჯგუფი კი ტერიტორიაზე არ შეუშვეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი