მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგში | ადვოკატები სტრატეგიას ცვლიან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები ბრძოლას სტრასბურგში აპირებენ. პოლიტიკური განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის ოჯახმა დააანონსა, რომ დაპატიმრებული პრეზიდენტის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აუცილებლად წავა.

პარალელურად, ადვოკატები ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებენ და მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ანუ სააპელაციო სასამართლოშიც გაასაჩივრებენ.

ყოფილი მოსამართლეები სასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და ამბობენ, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის საქმეს წარმოებაში მიიღებს და დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, როგორც წესი, გადაწყვეტილება უახლოეს საათებში იქნება მიღებული და საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება ექნება ის შეასრულოს.
 

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი