ჩემთვისაც დისკომფორტი იყო, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი - პაპუაშვილი მედიას, აკრედიტაციის ახალ წესზე

გამოქვეყნდა:

შალვა პაპუაშვილი მედიას საპარლამენტო ტრიბუნიდან განუმარტავს, რატომაა მნიშვნელოვანი მედიის აკრედიტაციის ახალი წესი და რა უპირატესობები აქვს საპარლამენტო ჟურნალისტს. პაპუაშვილის თქმით, ახალი წესები ლოგიკური და საუკეთესო სტანდარტითაა შერჩეული:

არის იმდენად ლოგიკური, იმდენად ადამიანურად გასაგები, იმდენად ყველა სტანდარტით საუკეთესო ის წესი, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ, მიკვირს კიდევაც, რომ ამასთან დაკავშირებით რაღაც კითხვები იყოს. გასაგებია, როდესაც გარკვეული წესები შემოდის, ნებისმიერ საკითხში, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, როდესაც გაქვს აბსოლუტური თავისუფლება და გარკვეული წესები შემოდის, ეს რა თქმა უნდა, დისკომფორტია ყველასთვის. ჩემთვისაც დისკომფორტი იყო, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი და მიწევს ყველა საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, ეს დისკომფორტი არის ის ფასი, რომელსაც ჩვენ ვიხდით იმისთვის, რომ გარკვეული უპირატესობები გვეძლევა.  რა არის უპირატესობა? ეს არის საპარლამენტო ჟურნალისტი სტატუსი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას არა საშვებით, თხოვნით, დაშვებით, არამედ ნებისმიერ დროს, როგორც საპარლამენტო ჟურნალისტი, შემოხვიდეთ ამ შენობაში და განახორციელოთ საპარლამენტო ჟურნალისტის ფუნქციები. რა არის ამის ფასი? მინიმალური. ის, რომ შევინარჩუნოთ ამ შენობაში სამუშაო პროცესი" თქვა პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას. 

პაპუაშვილი მედიას მიმართავს, კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, აქვს თუ არა რამე ინფორმაციული დატვირთვა "კორიდორებში დევნას", თუ  მას უბრალო "დრამატურგიული დატვირთვა" აქვს.

პაპუაშვილი ამ საკითხზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებასაც გამოეხმაურა:

"ცოტა ირონიის მომგვრელია, როდესაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  მოუწოდოს პარლამენტს ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები არ დააწესოს და  გააუქმოს." თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ 

პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში ყველა აღიარებს, რომ "ეთიკური ჟურნალისტიკა ზიანის ქვეშაა".

შეგახსენებთ, პარლამენტმა მედიისთვის ქცევის ახალი წესები დაადგინა. შეიცვალა აკრედიტაციის პირობებიც. ახალი წესი 1-ელი მარტიდან შედის ძალაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი