თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დაღუპულის ცხედრის სახლში გადასვენებას ელოდება

გამოქვეყნდა:

უკვე 24 საათია, რაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, დაღუპულის სახლში გადასვენებას ელოდება. სამხარუალის ბიუროში ექსპერტიზა უკვე დასრულებულია.

ბაჩალიაშვილის ოჯახსა და ახლობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ. მათი ინფორმაციით, ცხედრის სახლში გადასვენება იმ მიზეზით გაჭიანურდა, რომ ყინული არ ჰქონდა ექსპერტიზის ბიუროს და ოჯახს შეუთვალეს, თავად ეშოვათ.

ვინაიდან დაღუპულის გადასვენება გუშინ საღამოს ვერ მოხერხდა, მეზობლებმა დროებით გადაიფიქრეს აქციის გამართვა. ისინი ფონიჭალის პოლიციასთან აპირებდნენ შეკრებას და არაეფექტური გამოძიების გაპროტესტებას. 

ოჯახს დავუდგებით გვერდში აუცილებლად. მთელი უბანი. თვითმკვლობა გამორიცხულია. ნამდვილად უკმაყოფილოები ვართ გამოძიების ყველა საქმესთან დაკავშირებით. რომ არა ჟურნალისტები, არაფერი არ იქნებოდა, - ამბობს ბაჩალიაშვილების ერთ-ერთი მეზობელი.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი