"გამორიცხული არაფერია" | სუნაკი უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებაზე

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემის საკითხი განიხილება. ამის შესახებ სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტმა სუნაკს ჰკითხა, შეუძლია თუ არა მკაფიოდ თქვას, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას თვითმფრინავებს მიაწვდის. როგორც სუნაკმა აღნიშნა, მაგიდაზე ყველა საკითხი დევს და გამორიცხული არაფერია.

"დიდი ბრიტანეთი ძალიან მკაფიო იყო, როცა საქმე უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ეხებოდა და ყველაფერი განიხილება. როცა საქმე ეხება საბრძოლო საჰაერო ძალებს, რა თქმა უნდა, ის საუბრის ნაწილია, ამიტომ ჩვვენ ვთქვით, რომ მოვამზადებთ უკრაინის საჰაერო ძალებს NATO-ს სტანდარტების პლატფორმაზე", - თქვა სუნაკმა.

ცნობისთვის, მანამდე ბრიტანეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი "აქტიურად" განიხილავს უკრაინაში ბრიტანული თვითმფრინავების გაგზავნას.

შეგახსენებთ, დღეს, 8 თებერვალს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი