"სვენ მიქსერს პირადად ვიცნობ - ზომიერი კაცია, მაგრამ ზეწოლის ქვეშაა" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"სვენ მიქსერს პირადად ვიცნობ - ზომიერი კაცია, მაგრამ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშაა" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს. ამბობს, რომ ევროპარლამენტარი, რიგ შემთხვევებში, სიტუაციის დასტაბილურებას მაქსიმალურად ცდილობს.

სვენ მიქსერს პირადად ვიცნობ და ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ პიროვნულად ის არის ზომიერი კაცი და ყველაფერს სათანადოდ ხედავს და აანალიზებს. მაგრამ, ისიც შემიძლია გითხრათ და ესეც ვიცი კონკრეტულ ინფორმაციასა და ფაქტებზე დაყრდნობით, რომ ის არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. თვალსაჩინოც არის ეს დიდი ზეწოლა. [ჟურნალისტი: ვისი მხრიდან ზეწოლის?] ...იგივე ძალის მხრიდან, რომელზეც გვაქვს საუბარი, ამ დიდი კოორდინაციის მხრიდან ის არის ზეწოლის ქვეშ და ის ცდილობს ხოლმე, მაქსიმალურად დააბალანსოს სიტუაცია. რა თქმა უნდა, დაბალანსების დროს, მას არ გამოსდის, ბუნებრივია, ობიექტური გადაწყვეტილების გატანა მაგრამ ის მაქსიმალურად დაბალანსებას ცდილობს. ამის შედეგი იყო ის, რომ რაღაცას მხარი დაუჭირა, რაღაცას არა, - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი