მმართველი გუნდი მოძალადეებს ხელს აფარებს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ქვეყანაში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარების ფონზე, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები, რომელთაც მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და გახმაურებული საქმეების გამოძიება ევალებათ, მედიისა და საზოგადოების წინაშე გამოჩენას თავს არიდებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ოლიგარქ ივანიშვილს ეკისრება, რომელიც კრიმინალურ სამყაროს გაურიგდა და მოსახლეობას ურჩია, კრიმინალის მატებას გაგებით მოეკიდონ.

ყველამ ერთად ვიგრძენით, რომ ვცხოვრობთ საშინელი უნდობლობის, უიმედობის, შიშის სიტუაციაში. მიზეზები არის ძალიან მკაფიო. პირველი ეს არის წლების განმავლობაში ძალადობის წახალისება. მეორე ეს არის თავიანთი მოძალადეების ხელის დაფარება. მესამე - პოლიციის მხრიდან ძალადობა. პასუხისმგებლობას რაც შეეხება, ეს რომ იყოს ერთეული შცდომა, ჩვენ ვიფიქრებდით, რომ მართლაც ყველა სახელმწიფოში შეიძლება შეცდომები ხდებოდეს, მაგრამ დღიდან მოსვლისა, ბიძინა ივანიშვილი იძახის, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ კრიმინალს, - განმარტა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრის, მურთაზ ზოდელავას შეფასებით კი მმართველმა გუნდმა კრიმინალურ სამყაროს ძალაუფლება გაუნაწილა. შესაბამისად, მას არ აქვს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდის რომელიმე წევრი პასუხს აგებს ჩადენილ დანაშაულებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი