"ევროკავშირი უკრაინაა - უკრაინა კი ევროკავშირი" - ზელენსკი ბრიუსელში და ლიდერების განცხადებები

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში უკრაინის პრეზიდენტმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართა. ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლეიენსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა. ლიდერებმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც უკრაინის დახმარებაზე და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე ისაუბრეს. 

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხი იყო. ამასთან დასავლელი პოლიტიკოსებმა ზელენსკის კიდევე ერთხელ მისცეს პირობა რომ რუსეთის დასამარცხებლად მხარს ბოლომდე დაუჭერენ.

"ჩვენ კარგად გვახსოვს 2022 წლის 24 თებერვალი. ამ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მიხვდნენ რომ ისტორიის ახალი ეტაპი დაიწყო და აუცილებელი იყო გაერთიანება. მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინისთვის დახმარება მაქსიმალურად სწრაფად გაგვეწია. ეს არის ბრძოლა ევროპული ღირებულებების, თავისუფლებისა და ხალხის მომავლისთვის. აუცილებელია სამი ძირითადი მიმართულებით ვიმუშაოთ. უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა გაგრძელდეს. უკრაინამ უნდა მიიღოს საჰაერო თავდაცვითი სისტემები. უკრაინის მიერ შემუშავებული მშვიდობის ფორმულა უნდა ავამოქმედოთ. ეს არის მშვიდობისკენ მიმავალი გზა. უნდა გავმართოთ სამიტი და მსოფლიოს მკაფიო მესიჯი გავუგზავნოთ. უკრაინელმა ხალხმა არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ გააკეთა. ომის მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთეს და რეფორმების გატარებას აგრძელებენ. ყურადღებით ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზას. რუსეთისთვის სანქციების ახალ, მეათე პაკეტს ვამზადებთ. ის უფრო მკაცრი და დამსჯელი უნდა იყოს. სამართლიანობის აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ. ევროკავშირი უკრაინაა - უკრაინა კი ევროკავშირი. ევროპა ჩვენი საერთო სახლია." თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

"ევროპული ცხოვრებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. უნდა დავიცვათ უკრაინა რომელიც ამ ცხოვრების კვანძს წარმოადგენს. მხარს იმდენხანს დავუჭერთ რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინელი ერი ჩვენი საერთო ღირებულებისთვის იბრძვის.  ბოლო 12 თვის განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერად მილიარდი ევრო გამოიყო. ჩვენ გვჯერა სიმართლის, სადაც მართალი პრიორიტეტი იქნება. მხარს ვუჭერთ უკრაინას ამ ომში გაიმარჯვოს. ვიზიარებთ უკრაინული მშვიდობის ფორმულას. აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მშვიდობის ამ ფორმულას მხარი ყველამ დაუჭიროს. რუსეთი პასუხს აგებს ომისთვის.  უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ნაბიჯები ეფექტურად მუშაობს. როდესაც პოლიტიკური სურვილი არსებობს, გამოსავალს ვიპოვით" აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

"დღეს ომის 350-ე დღეა. დღეს უკრაინის, უკრაინელი ერისა და ჯარისკაცების მხარდასაჭერად ევროპარლამენტში უკრაინის ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საერთო ევროპული მომავალი დავიცვათ, რაზეც დღეს ვისაუბრეთ. ერთ-ერთმა ლიდერმა შეხვედრისას თქვა, რომ თუ მსოფლიოსა და ევროპაში მშვიდობის დამყარება გვსურს, მაშინ უკრაინამ უნდა გაიმარჯვებს. ეს სამართლიანი გზავნილია. გამარჯვება როგორც ჩვენს ასევე ევროპის ინტერესებში შედის. რუსეთი მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ. მტერმა ახალი რაკეტების დამზადება და მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების დაბომბვა ვერ უნდა შეძლოს. მაძლიერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების განცხადება, რომელშიც ისინი პირობას დებენ, რომ ბოლომდე ჩვენს გვერდზე დადგებიან. ახალ სამხედრო დახმარებაზე ვსაუბრობთ. საუბარია მძიმე ტექნიკასა და თვითმფრინავებზე. ამ საკითხზე აქტიურად  ვმუშაობთ. დიდი მადლობა თქვენ. მსოფლიომ დაინახა რომ ერთიანობით ევროპულ ღირებულებებს დავიცავთ. მადლობა მეგობრებო. თქვენთან მიმართებაში მხოლოდ ეს ერთი სიტყვა - მეგობარი შემიძლია გამოვიყენო." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი