ამოცნობის პროცედურა შაქარაშვილის დაღუპვიდან 1 თვისა და 4 დღის შემდეგ დაინიშნა

გამოქვეყნდა:

გამომძიებლებმა ამოცნობის პროცედურა დღეს, 23 ივლისს, შაქარაშვილის მკვლელობიდან 1 თვისა და 4 დღის შემდეგ დანიშნეს. ადვოკატების თქმით, დაზარალებულად ცნობილი გურამ ამირხანაშვილი მარტივად ამოიცნობს ერთ-ერთ არასრულწლოვანს ზ.ხ.-ს, რომელიც "ტოიოტა ქემრიში" იჯდა. ადვოკატიც და დაღუპულის ოჯახიც მიიჩნევს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად აჭიანურებს გარკვეული საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას. 

"ამოცნობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. ამირხანაშვილს რომ დღემდე ნანახი არ ჰქონდეს ზ.ხ.-ს ფოტოსურათი და არ იცოდეს პირადად, როგორ გამოიყურება, ამის არავის გვჯერა", - ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.  

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ვახტანგ ახვლედიანისა და რამდენიმე მოწმის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის გამოკითხვა პოლიციაში

გუშინ, 22 ივლისის ასევე ცნობილი გახდა დამატებითი ინფორმაცია ანა გაბეჩავას მიმოწერიდან სხვადასხვა ადამიანებთან, სადაც ის ცდილობს გაარკვიოს, რა შეემთხვა გიორგი შაქარაშვილს საბედისწერო ღამეს

19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი