თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთში, ქალაქ ისქენდერუნში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - მ.შ გარდაცვლილი იპოვეს. 

თურქეთში საქართველოს საელჩოში არსებული ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. ჯამში მიწისძვრას საქართველოს 4 მოქალაქე ემსხვერპლა.

სირაში და თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 21 000-ს გადააჭარბა, დაშავებული ათასობით ადამიანი. ორივე ქვეყანაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება, რომელში მონაწილეობას საქართველოდან ჩასული მაშველებიც იღებენ.

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი