საკმარისია საუბარი და ყოყმანი - პოდოლიაკი შორი დისტანციის რაკეტებსა და თვითმფრინავებს ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოკავშირეებს, გაგზავნონ შორი დისტანციის რაკეტები და გამანადგურებელი თვითმფრინავები კიევში. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც დღეს რუსეთმა მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანა უკრაინის ქალაქებზე. 

პოდოლიაკი წერს, რომ სხვაგვარად გენოციდი ვერ შეჩერდება. 

"რუსეთი მთელი ღამე და დილა ბომბავს უკრაინის ქალაქებს. რუსეთის განზრახვა იგივეა: მასობრივი განადგურება და მკვლელობა. საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი. მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, ოპერატიული მარაგის ლოგისტიკა უკრაინისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში გენოციდის შეჩერება შეუძლებელია", - წერს პოდოლიაკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი