თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. დაღუპულის ოჯახის წევრებს ცხედრის ნახვის უფლებას ექსპერტიზა არ აძლევს. სამხარაულის ბიუროში მათ უთხრეს, რომ ცხედარი სასწრაფოდ უნდა დაიკრძალოს.
23 წლის პროგრამისტის ახლობლებს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი უჭირთ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან, თუმცა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
მეზობლების თქმით, ცხედრის პოვნის შემდეგ, დაღუპულის დედა ცოტა ხნის წინ პირველად მოვიდა გონს. იგი კატეგორიულად მოითხოვს საკუთარი შვილის ცხედრის ნახვას, რათა დარწმუნდეს, რომ მას არ აქვს გარეგანი დაზიანებები.
ვიცნობდი ა.წ. გარდაცვლილს. მე არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ დავიჯერო, მორწმუნე გოგო იყო, - თქვა "მთავართან" საუბრისას ოჯახის ახლობელმა სასულიერო პირმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.