ბაჩალიაშვილის საქმე - ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ერთობლივ სტრატეგიას ათანხმებენ

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი და დამოუკიდებელი ექსპერტი ერთობლივ სტრატეგიას ათანხმებენ, რომლითაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა ვითარებაში დაიღუპა ახალგაზრდა პროგრამისტი.

გარდა ამისა, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: თუ ეს თვითმკვლელოობა იყო, რამ მიიყვანა ბაჩალიაშვილი ამ გადაწყვეტილებამდე. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დაღუპულის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

ვინაიდან დაღუპულის მანქანაში რამდენიმე დასახელების მედიკამენტი იპოვეს, ჩატარდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაც, რომლის პასუხიც, დაახლოებით, 1 კვირაში გახდება ცნობილი. 

გარდა ამისა, ოჯახის ადვოკატმა და ექსპერტმა "მთავარს" დაუდასტურეს, რომ ცხედარს აღენიშნება გვამური დაზიანებები, თუმცა გასარკვევია, ეს დაზიანებები მიღებულია სიკვდილამდე თუ მის შემდეგ.

დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ. ნაადრევია ვისაუბრო, თუ რა შეიძლება გამხდარიყო გარდაცვალების მიზეზი. ვფიქრობთ, ჩატარდება კომპლექსური კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სამართლებრივი მასალების შესწავლას და როდესაც გვექნება ეს საქმე, უფრო ნათელი გახდება, თუ რაზე შეიძლება ვისაუბროთ, - განმარტა ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი