დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მწყემსის მცირეწლოვანმა შვილმა იპოვნა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა ტყეში მწყემსის არასრულწლოვანმა შვილმა იპოვნა - მწყემსი, რომელმაც მანქანის შესახებ ინფორმაცია სამართლდამცველებს მიაწოდა, "მთავართან" საუბრისას დეტალურად ყვება, როგორ აღმოაჩინეს ტყეში ავტომობილი. ფირბალე მუსაიოვი ამბობს, რომ მანქანა მისმა არასრულწოვანმა შვილმა საქონლის მწყემსვის დროს შემთხვევით იპოვნა. მოზარდმა მამას დაურეკა, მამამ კი პოლიციის თანამშრომელს, ჯიმშერ აფციაურს, რომლის ტელეფონიც მას სამართალდამცველებმა ორი დღით ადრე მისცეს.

თეთრიწყაროს პოლიციის განყოფილებაში კი ამბობენ, რომ მწყემსმა, რომელმაც ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვა, პირდაპირ 112-ში დარეკა. "მთავართან" საუბრისას მწყემსი ამბობს, რომ ის პოლიციის განყოფილებაში სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდათ მასთან სამართალდამცველებს.

მწყემსის თქმით, ამ ტერიტორიაზე ის ყოველდღიურად მოძრაობს, თუმცა აღნიშნულ ადგილზე, სადაც მანქანა იპოვნეს, მხოლოდ გუშინ მივიდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სახლიდან შაბათს გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი