მარტყოფში მომხდარი მკვლელობის მოტივად პროკურატურა შურისძიებას ასახელებს - დაკავებულს ბრალი წაუყენეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურამ სოფელ მარტყოფში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით 9 თებერვალს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული 10 თებერვალს დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

იხილეთ:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი