"ქართულ ოცნებას" მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება ადარდებს - ხელისუფლების ოპონენტები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, არცერთი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმეგბლობის საკითხი დღი წესრიგში არ დგას არც დადგება. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით კი "ქართულ ოცნებას" ახლა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება ადარდებს, რის გამოც, შესაძლოა, არსებული კრიმინოგენული ვითარება კიდევ უფრო დამძიმდეს.

იზრდება ყველა სახის დანაშაულები. ერთია, რომ ეს სამინისტროს და თავად მინისტრის ცუდი მუშაობის შედეგია და მთლიანად პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, მთავრობა, რომელიც ემორჩილება ერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, - ამბობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი კი მიიჩნევს, რომ ტრაგედიები, სამწუხაროდ, ხდება და ოპოზიცია ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს. 

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის თქმით, ძალოვან უწყებებში იკვეთება სისტემური პრობლემები და სამართალდამცველები ეფექტურად ვერ მუშაობენ.

განცხადებების კეთება იმაზე, რომ ახლა ოპოზიცია რაღაცას გამოიყენებს, ძალიან ულამაზოა. კითხვების დასმის უფლება ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებს, როგორც მოქალაქეებს და საზოგადოების წევრებს, ბუნებრივია, გვაქვს, - განმარტავს ბურჯანაძე.

უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები კი ფიქრობენ, რომ პოლიცია ახლა ხელისუფლების საარჩევნო მიზნების მისაღწევად მუშაობს და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი