თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარზე ზედაპირული, ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შორს წასული გვამური პროცესების გამო შეუძლებელია. გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი, 23 წლის გოგოს საქმეში ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ცხედრის პირველადი დათვალიერების შემდეგ, პირველ განცხადებას აკეთებს. გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი და ექსპერტები, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას ითოხვენ, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში, ისეთი მედიკამენტების კვალი, რომელსაც სიკვდილის გამოწვევა შეეძლო.
ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამვები, ამ ეტაპისთვის, რენტგენოლოგიური კვლევით, ძვლებსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აღმოჩენილი არ არის. დაღუპულს არც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ტრავმებიც არ აღენიშნება. მათივე თქმით, ექსპერტიზა რომ დროულად ჩატარებულიყო, შესაძლებელი იქნებოდა დადგენა, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებები, თუნდაც ზედაპირული სისხლჩაქცევები.
პირველი - ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მეორე - რენტგენოსკოპიული და შინაგანი გამოკვლევით, ძვლების ტრავმული დაზიანებება არ გამოვლენილა. მესამე - ცეცხლნასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ არის. მეოთხე - გამოვლინდა შორსწასული, მოგივიანებითი გვამური მოვლენები. მეხუთე - სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. მეექვსე - წინასწარი მონაცენებით, სიკვდილის ხანდაზმულობა სამი-ხუთი დღე. მეშვიდე - სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, - ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.
ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც შსს-მ, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგანგებო ბრიფინგი გამართა. ოჯახის ადვოკატის თქმით, მას და დაღუპული ქალის ოჯახის წევრებს ახალი შეკითხვები გაუჩნდათ.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მანამდე კი ეფექტური გამოძიების მოთხოვნით, ორი დღის წინ, გოგოს ახლობლებმა და ოჯახისწევრებმა პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ, პოლიციამ დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლი ვერ დაადგინა და დახმარება ისევ ოჯახს სთხოვა. გარდაცვლილის მამის ინფორმაციით, სპეციალისტებმა, კომპიუტერში მხოლოდ ახალგაზრდა ქალის გაუჩინარებიდან 5 დღის თავზე შეაღწიეს.