სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გენადი სრუმანიძე, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. ჩვენი ინფორმაციით, ის ხელვაჩაურის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან 2 თვის წინ გაათავისუფლეს.

გარდაცვლილის ცხედარი ჩაქვში, საკუთარ სახლში, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ბათუმიდან ჩაქვში საკუთარი მანქანით მიდიოდა. არსებული ცნობით, მას ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი