ევროპარლამენტი ოლიგარქის დასანქცირებას ითხოვს | ევროპელმა დეპუტატებმა რეზოლუციის 2 ტექსტი დაარეგისტრირეს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში რჩება. ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის რამდენიმე პროექტი, რომელთა ნაწილშიც ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ აცხადებენ ივანიშვილს ოლიგარქად და მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპის სახალხო პარტიის პროექტი, რომელშიც ქართველი მილიარდერის მიმართ უმკაცრესი შეფასებები და უმძიმესი სანქციებია გაწერილი. ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი კი საკუთარ ვერსიაში პირდაპირ მიუთითებს, რომ სააკაშვილის საქმე იქნება გადამწყვეტი საქართველოს ევროინტეგრაციის პირობებში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი