საქართველომ თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. გასულ ორშაბათს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ქვეყანამ მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყო.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს.

ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი