ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება | რუსეთი ისევ საქართველოსთან ურთიერთობების დათბობაზე ლაპარაკობს

გამოქვეყნდა:

კრემლი და "ქართული ოცნება" ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდებიან. არაერთი საქებარი შეფასების შემდეგ, პუტინის რეჟიმმა გადაწყვიტა, რეალური გადაწყვეტილებით წაახალისოს ერთგული ქართული პოლიტიკური კლანი. ფრენების აღდგენის შესაძლებლობის რეალური განხილვის შემდეგ, რუსეთის დუმაში უკვე სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც ალაპარაკდნენ.

საგარეო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დიმიტრი ნოვიკოვი ხმამაღლა ადასტურებს, რომ დუმაში, და ზოგადად რუსეთის ხელისუფლებაში, არსებობს საქართველოსთან ურთიერთობის დათბობის განწყობა, და ამ მიმართულებით ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება ყველაზე რეალისტური ნაბიჯებია.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი