
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თურქეთში ჩავიდა - ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სომხეთის დელეგაციას ანკარის აეროპორტში სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში თურქეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა სერდარ კილიჩმა დახვდა",- ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, გაიმართა პირისპირ შეხვედრა სომხეთისა საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შორის, რასაც მოჰყვა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში.
ვიზიტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.