კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ივანიშვილი, ოღონდ, გადაიხდის საქართველოს მოსახლეობა - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

დეპუტატი კახა ოქრიაშვილი "ინტერ რაოსთან“ წაგებულ სასამართლო დავას ეხმაურება და მოსახლეობას მიმართავს, რომ მომავალში კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა თავისი მილიარდებიდან არაფერს გადაიხდის და ისევ მოსახლეობის გადასახდელი გახდება:

"Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე: „ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!“

საქართველომ Inter Rao-სთან, სტოკჰოლმში, საარბიტრაჟო დავა წააგო და 112 მილიონი დოლარის (დაახლ. 300 მილიონი ლარის) გადახდა დაეკისრა.

ვინ იხდის ამ ფულს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა!

საქართველოს ბიუჯეტი ივსება რამდენიმე გადასახადით, რომელთაგან სამი მათგანი არის უმთავრესი:

1. დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც იხდის მოსახლეობა, როცა ყიდულობს ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, საკვებს, საცხოვრებელს და ა.შ. (18 %)

2. საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის საქართველოში დასაქმებული თითოეული მოქალაქე. (20%)

3. აქციზი, რომელიც პირველ რიგში, ეხება ენერგომატარებლებს და თამბაქოს ნაწარმს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია მსოფლიოში და საქართველოში და ამიტომაც ღირს საწვავი ასე ძვირი.

ახლა ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა! მომავალში, კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ჩვენი ხელისუფალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ, თავისი მილიარდებიდან არაფერს გადაიხდის, ძვირფასო მოსახლეობავ!

რატომ დაგვაჯარიმეს, როგორ მოხდა, რომ დაგვაჯარიმეს?! ეს იმის შედეგია, რომ ბატონმა ივანიშვილმა სრულად არაკომპეტენტური, განათლების არმქონე, მაგრამ როგორც უწოდებენ, „უძლიერესი“ მენეჯერი დანიშნა ენერგეტიკის მინისტრად. ეს ერთეული შემთხვევები არ არის და შეგახსენებთ ე.წ. ავტობუსების საქმეს.

როცა ხელისუფლება შეიცვლება, დავითვლით, ბატონ ივანიშვილს და მის მიერ დასმულ ქურდ-ბაცაცებს რამხელა ზარალი აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული, როგორც პირდაპირი ქურდ-ბაცაცობით, ისე საკუთარი არაკომპეტენტურობით და შედეგად, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მთელ ქონებას დაუყადაღებს!",- ნათქვამია განცხადებაში. 

რუსულ კომპანია Inter Rao-სთან ორი პარალელური საარბიტრაჟო დავა წააგო საქართველომ. საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა  $76 მილიონი დოლარის, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა კი  $112 მილიონი დოლარის გადახდა დაგვაკისრა, თუმცა, უცნობია ამ ორი განაჩენიდან უშუალოდ რომლის გადახდა მოუწევს საქართველოს, რადგანაც წინასწარი ინფორმაციით, ორივე მათგანის სრული აღსრულება არ მოხდება.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და „ინტერ რაოს"  ექვსწლიანი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. 

კალაძის ენერგეტიკის მინისტრობისას ჩაშლილი ხელშეკრულების გამო, საქართველომ რუსეთს 76 მლნ დოლარი  უნდა გადაუხადოს

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი