მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა | მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

სკანდალური რეზოლუციის მიღების მოლოდინში "ოცნების" ხელისუფლებამ აპრობირებული გეგმა აამოქმედა და "ვივა მედის" პალატაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაასაჯაროვა. რატი ბრეგაძის უწყების მიზანი უცვლელია, პენიტენციური სამსახური ისევ მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციას და საზოგადოებისთვისს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ ცრუობს ყველა ხელისუფლების გარდა და მიხეილ სააკაშვილი არ მიეკუთვნება მძიმე პაციენტების კატეგორიას.

თუმცა მალევე თავისივე განცხადების სანდოობა სამინისტრომ ერთი ცნობით დააყენა დიდი ეჭვის ქვეშ. მოსამართლეთა კოლეგიისთვის გაგზავნილ ცნობაში შავით თეთრზე წერია, რომ 7 ნოემბრის საქმეს მიხეილ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი