მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა, ივანიშვილის სანქცირება და მოწოდება ზურაბიშვილს | ისტორიული რეზოლუცია დამტკიცებულია

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის ისტორიული რეზოლუცია დამტკიცებულია. ასევე ევროპელი დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო დოკუმენტში შეტანილმა შესწორებამ რომლის მიხედვითაც პირადად ოლიგარქ ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე და სადაც ქვეყნის პარტნიორები მის დასანქცირებას მოითხოვენ. 

სკანდალური რეზოლუციის ფიგურანტია ასევე ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც კიდევ ერთხელ უმაღლესი ტრიბუნიდან მოუწოდეს ევროპარლამენტარებმა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და პოლარიზაციის შესამცირებლად გადადგას ნაბიჯი სააკაშვილის შეწყალებისკენ.

მკაცრი რეზოლუციის მოლოდინში ივანიშვილის პოლიტიკურმა კლანმა პარტნიორებზე მორიგი შტურმი დილიდან დაიწყო. ხელისუფლების პირველი პირები დღეს ცდილობდნენ იმ დოკუმენტის დისკრედიტაციას, რომელიც შესაძლოა ოლიგარქისა და მისი გარემოცვის დასანქცირების წინაპირობა გახდეს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი