ბიძინა ივანიშვილი დასავლეთის წინააღმდეგ | ადვოკატების განცხადებები და პოლიტიკური შეფასებები

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური სანქციების მოთხოვნის პარალელურად სულ უფრო რთულდება ქართველი ოლიგარქის ურთიერთობა დასავლურ მედიასთან და საბანკო სისტემასთან. ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა დღეს უკვე მერამდენედ გააპროტესტეს ყველაზე გავლენიანი გამოცემების პოლიტიკა, რომლებიც უარს ამბობენ ივანიშვილის სტატიის გამოქვეყნებაზე, რომელშიც "კრედიტ სუისთან" დავაზეა საუბარი.

ადვოკატები ასახელებენ მედიასაშუალებებს - "ფაინეიშენელ თაიმსს", "ვოლ სთრით ჯორნალს", "ბლუმბერგს" და "როიტერსს" და სავარაუდოდ სწორედ ამ გამოცემებმა თქვეს უარი ურთიერთობაზე ოლიგარქთან, რომელსაც ევროპაში სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ რუს ოლიგარქად, რომელსაც სანქციები უნდა დაუწესდეს. თავად ივანიშვილის უფლებადამცველები კი სვამენ კითხვებს და ფაქტობრივად აიგივებენ ძალებს, რომლებიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური, ბიზნეს და სოციალურ სივრცეებში ბლოკავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი