"რუსულ ოცნებას ევროპაში დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა... სასწრაფოდ შეასრულეთ ეს რეზოლუცია!" | ხაბეიშვილის მიმართვა ხელისუფლებას

გამოქვეყნდა:

"რუსულ ოცნებას ევროპაში დამლაპარაკებელიც კი აღარ დარჩა... სასწრაფოდ შეასრულეთ ეს რეზოლუცია!" - ასე მიმართავს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ოცნების" ხელისუფლებას.

ის ხელისუფლებას ევროპარლამენტის რეზოლუციის შესრულებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს არის "ისტორიული შანსი" ქვეყნის გადასარჩენად.

"ბატონო ბიძინა, თამაში დამთავრებულია" - მიმართავს ხაბეიშვილი ივანიშვილს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია, ევროპარლამენტის რეზოლუციაც ადასტურებს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი