პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
არ დავუშვებთ, მიშა ციხეში მოკვდეს. ჩვენ პუტინს და მის მარიონეტებს ამ საჩუქარს არ მივცემთ. უბრალოდ წარმოუდგენელია იმის დაშვება, რომ ადამიანი, რომელიც ევროპას და მსოფლიოს კრემლის საფრთხეებზე აფრთხილებდა, დღეს ციხეში მოკვდეს.
ემანუელ მაკრონი, შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლეიენი უნდა ჩაერთონ და ის გაათავისუფლონ.
- წერს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი.