
"ვერავის მივცემთ უფლებას, დაგვაშანტაჟოს, კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
„ხელისუფლება იცავს საქართველოს სიმართლეს. რაც არ უნდა თქვან, როდესაც ეს ნათქვამი სიმართლისგან იქნება შორს და იქნება უსაფუძვლო, როდესაც ეს იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფით გაკეთებული ასეთი ძალიან უხეში ფორმებით, როგორც თუნდაც, რეზოლუციაში არის მოწოდება, ჩვენ ყოველთვის გავცემთ პასუხს. ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ დაგვაშანტაჟოს, საქართველოს კონსტიტუცია დახიოს და გადაყაროს. ევროკავშირი იწყება შენი ქვეყნის კონსტიტუციით. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია ევროკავშირი და შესაბამისად, არავის აქვს უფლება, არცერთ ცალკეულ ევროპარლამენტარს, რომ ჩვენი კონსტიტუცია გვერდით გადადოს და გვითხრას, რომ საქართველომ კუბილიუსის წესებით უნდა იხელმძღვანელოს. ეს არასწორია. ამ ადამიანებმა უღალატეს ევროპას. ვგულისხმობ კონკრეტულად იმ ჯგუფს, რომელმაც ეს რეზოლუცია შეიმუშავა და ვინც ევროპარლამენტის შიგნით კოორდინაცია გააკეთა“, - თქვა თალაკვაძემ.
იხილეთ ასევე: