"ჩვენ დავარბილეთ" - კობახიძის წამოცდენა "გამიჯნულების" კანონპროექტზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ დავარბილეთ" - წამოცდა დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარეს ე.წ. გამიჯნულების კანონპროექტზე საუბრისას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კანონპროექტზე პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული.

"გამიჯნულების" ინიციატივას გამოეხმაურება მოჰყვა აშშ-დანაც.  სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ის რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება და პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. 

ნედ პრაისს კობახიძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი:

"ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი  საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი.

მე რუსული კანონი არ წამიკითხავს და არ ვიცი. შეიძლება ნედ პრაისს რუსული კანონი წაკითხული აქვს, შეიძლება ის ამით დაინტერესდა - მე რუსულ კანონებს ნამდვილად არ ვკითხულობ.

თუ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი ამერიკულ კანონს არ ჰგავს, უნდა ითქვას, რაში არ ჰგავს. ამ ეტაპზე ამ კანონის დამცველად ვერ გამოვდგები, რადგან ჩვენ ამ კანონის გარშემო ჯერ პოზიციაც არ გვაქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ რაც შეეხება შედარებას, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონი ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

"ხალხის ძალა" პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი