
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მცდარია "ხალხის ძალის" წარმომადგენლების განცხადებები, თითქოს მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტებზე" ამერიკაში არსებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზეა დაფუძნებული.
ნედ პრაისი აცხადებს, რომ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება.
"განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA) აშკარად მცდარია. მეტიც, ეს კანონპროექტი ჩანს, რომ ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]" - აცხადებს ნედ პრაისი.
პრაისი აცხადებს, რომ ღრმად აშფოთებთ კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. პრაისის განცხადებით, ეს წუხილი საქართველოს მთავრობასაც გაუზიარეს. იხილეთ: