
დავით კეზერაშვილის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში 27 თებერვლამდე გადაიდო. მანამდე კი მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა აპელანტი მხარის შუამდგომლობა საქმის პოლიტიკური მდგენელის მტკიცებულებების საქმის მასალებში დართვასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის უფლებადამცველები მოითხოვდნენ, საქმის მასალებს მტკიცებულების სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადება დამატებოდა, რომლითაც მან შესაბამის უწყებებს კეზერაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებისკენ მოუწოდა.
ტელეკომპანია "ფორმულაში" დარწმუნებულები არიან, რომ ორი ინსტანციის მიერ გამართლებული დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული ხელახალი დავა მიზნად მხოლოდ კრიტიკული მედიის გაჩუმებას და "ფორმულას" მაუწყებლობის შეწყვეტას ისახავს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი