უარი ევროპულ მომავალს - "ქართული ოცნება" უკვე აღარ მალავს, რომ მზად არის გასწიროს ქვეყნის მომავალი საკუთარი პატრონის ქონების გადასარჩენად. მმართველი პარტიის ლიდერები რამდენიმე დღეა დაუფარავად იმეორებენ და სხვადასხვა არგუმენტებით ამყარებენ მოსაზრებას, რომ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შემთხვევაში საქართველო დასავლური კურსიდან გადაუხვევს.
სახელისუფლებო პარტიის ეს პოზიცია არავის უკვირს ოპოზიციაში - ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ახლა უკვე ღიად ამტკიცებს, რომ პრორუსული პოლიტიკური გაერთიანებაა, რომლის რეალური მიზანიც საქართველოს კრემლისთვის დაქვემდებარებაა.