კანონი "აგენტების შესახებ" | სახდეპი "ოცნებასა" და მის რადიკალურ ფრთას სიცრუეში ამხელს

გამოქვეყნდა:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი "ოცნების" რადიკალურ დაჯგუფებას სიცრუეში ამხელს. ოფიციალური ვაშინგტონი განდგომილების საპასუხოდ აცხადებს, რომ კანონპროექტი ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, რომლის მიღებასაც "ქართული ოცნება" გეგმავს, რუსეთიდან არის იმპორტირებული და მას ამერიკულ ვერსიასთან საერთო არაფერის აქვს.

ხელისუფლება ახლა უკიდურესად გაღიზიანებულია და თავს იმართლებს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი მაინც ამტკიცებს, რომ ამერიკული კანონმდებლობის მსუბუქი ვერსია გადმოაქართულეს. მაგრამ დასავლელი პარტნიორების, პოლიტიკური ოპონენტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის პოზიცია საერთოა - "ოცნების" ხელისუფლებას პუტინისტური რეჟიმისკენ მივყავართ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი