"ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის გათავისუფლება არ არსებობს... მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამიანმა მიაჭირა ღილაკს თითი" | პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს არანაირი ინსტიტუცია, ინსტრუმენტი, ან დეფინიცია და შესაბამისად, ჰუმანიტარული მიზნებით ადამიანის გათავისუფლება ციხიდან არ არსებობს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას პაპუაშვილი ამტიცებს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ადამიანი დაუჭერს მხარს რეზოლუციას, რადგან, მისი თქმით, "ღილაკზე თითის დაჭერა არაფერს ნიშნავს". 

"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და ღია სასამართლო, მოვისმინეთ ყველა მტკიცებულება და გადაწყვეტილებაც მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს საფუძველი სასჯელის გადავადების. ვხედავთ კადრებსაც, ხან თავად ადვოკატებს გამოაქვს ეს კადრები, ასევე უწევს სასჯელაღსრულების სისტემას კადრების ჩვენება. სხვათა შორის, პირველი რეზოლუცია, რომელიც ივნისში მიიღეს და სადაც ასევე მძიმე სიტყვებზე იყო საუბარი, პირადად მე მქონდა საუბარი ევროპარლამენტარებთან, ჩამოსული იყო აქ დელეგაცია და ხალხს, რომელსაც მხარი ჰქონდა დაჭერილი, რომ ვესაუბრე რეზოლუციაზე, მითხრეს: ახლა გავეცანით და მართლა რა ყოფილა ამ რეზოლუციაში ჩაწერილი.

ეს რეზოლუციები ბევრი მიიღება, ყველა ვერ ეცნობა და ენდობიან ადამიანებს, რომლებიც დაკავებული არიან ამ საკითხით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენმა ადამინმა მიაჭირა ღილაკს თითი, არანაირი .მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ვსაუბრობთ სიმართლესა და ტყუილზე. ტყუილს რამდენმა ადამიანმაც უნდა დაუჭიროს მხარი, ის მაინც იქნება ტყუილი. ეს არის ჩვენი საზოგადოების სიძლიერე და მათ შორის გამოიწრთო ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ, რომ ამ ტყუილს ყოველთვის უპირისპირებს სიმართლეს და ამ სიმართლეზე ბოლომდე დგას", - თქვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი რეზოლუცია ევროპელმა დეპუტატებმა გუშინ, 15 თებერვალს, 577 ხმით მიიღეს

ევროპარლამენტარები ამავე რეზოლუციაში მხარს უჭერენ ივანიშვილის დასანქცირებას და მას ოლიგარქად მოიხსენიებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი