შეურაცხადი იყო, გავასაჩივრებთ - ადვოკატი კაცზე, რომელსაც შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა

გამოქვეყნდა:

ადვოკატი აპირებს გაასაჩივროს მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ავტობუსში, შვილების თვალწინ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ როინ მებონია შეურაცხადი იყო, როცა დანაშაულს ჩადიოდა.

ადვოკატმა თქვა, რომ დაკავებული ამ მომენტისთვის უკვე გადის მკურნალობას.

"უფრო სწორი იქნებოდა, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა, საქმე საერთოდ და ისე გაეშვა სამკურნალო დაწესებულებაში, რადგან ამ სადაო ექსპერტის დასკვნითაც კი დასტურდება მინიმუმ შეზღუდული შერაცხადობა, მაგრამ ის შეზღუდული შერაცხადი კი არა, საერთოდ შეურაცხადი იყო. ვერ ხვდებოდა და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა. გავასაჩივრებთ და ხელახალი ექსპერტიზის გადამოწმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - თქვა დაკავებულის ადვოკატმა. 

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა თქვა, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ექსპერტიზის დასკვნა და დაპატიმრებული გაივლის სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში. ამის შემდეგ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.

გარდაცვლილი გოგოს დედა უვადო პატიმრობას ითხოვდა. იხილეთ: 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი