"ხალხის ძალის" წევრი, უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარტნიორების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ შეშფოთებულია ამდენი "უსაფუძვლო შეშფოთებების" გამო.
ისიც ამტკიცებს, რომ "უცხოური გავლენის აგენტებზე" ამერიკის კანონმდებლობა შეარბილეს.
"შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია, ნათარგმნი იქნება ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ, ერთ-ერთში იქნება ნათარგმნი და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი, თუ მაინც იტყვიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან.
მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებების გამო. იმიტომ რომ არ შეიძლება არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს. როცა წაიკითხავ კანონპროექტს, იქ საერთოდ სიტყვა არ წერია შეზღუდვაზე", - თქვა მაჭარაშვილმა.
მისივე აზრით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებები მოისმინოს მოსახლეობამ.
ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. იხილეთ: