"მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ფრაქციას, მხარი არ დაუჭირონ "ხალხის ძალის" კანონპროექტს" | PACE

გამოქვეყნდა:

"მოვუწოდებთ საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაშიც შემზარავი ეფექტი დადგება", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] Twitter-ზე წერს და "ხალხის ძალის" კანონპროექტს ეხმაურება. 

"ხალხის ძალის" ფრაქციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი "გარე გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" რამდენიმე შეშფოთებას იწვევს მის თავსებადობასთან დაკავშირებით დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მიმართებით, - განაცხადეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებში", - წერს PACE.

ცნობისთვის, 14 თებერვალს "ხალხის ძალამ" განაცხადა, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომელიც უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. კანონი საზღვარგარეთიდან შემოსული დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. მათი მტკიცებით, კანონპროექტი აშშ-ში მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით შეადგინეს და სხვა დემოკრატიული ქვეყნების "საუკეთესო პრაქტიკაც" გაითვალისწინეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი