პუტინი უნდა გაასამართლოს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის - ევროპარლამენტის რეზოლუცია ნავალნიზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაეხმაროს რუს უფლებადამცველებს, აქტივისტებს და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. ტექსტში ნათქვამია, რომ პუტინი უნდა გასამართლდეს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

რეზოლუციას მხარი 497-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 17 იყო. ევროპარლამენტარები ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაკავების დღიდან, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. 

"დაპატიმრების დღიდან ალექსეი ნავალნი არის წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი და გარდა ამისა, მას არ ეწევა სათანადო სამედიცინო დახმარება. ცოტა ხნის წინ, როგორც ჩვენ შეგვატყობინეს ნავალნი გადაყვანილი იყო სამარტოო საკანში. მისი ადვოკატების განცხადებით, მისი ჯანმრთელობა უარესდება და ნავალნისთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონიათ ბოლო 8 თვის განმავლობაში. მზადდება ახალი სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ და შესაძლოა სასჯელის სახით მას კიდევ 35 წელი დაუმატონ. კრემლის რეჟიმის დამოკიდებულება პოლიტიკურ პატიმრებთან უბრალოდ არაჰუმანურია. ის წარმოაჩენს კრემლის რეჟიმის ნამდვილ სახეს, რაც არის აშკარა და სასტიკი ტირანია. დღეს კრემლს ორი მტერი ჰყავს, თავისუფლების მოყვარული უკრაინა და თავისუფლების მოყვარული რუსი ხალხი", - განაცხადა კუბილიუსმა.

მისივე განცხადებით, იმის იმედი, რომ რუსეთი ოდესმე დაუბრუნდება ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებს, არ არსებობს. თუმცა, პუტინი მალე გასამართლდება მისი დანაშაულებისთვის.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარის, პეტრას აუსსტრევიჩუსის განცხადებით, დიქტატორული რეჟიმებისგან პოლიტიკური პატიმრების დასაცავად მხოლოდ ერთადერთი - სანქციებისა და ზეწოლების ენა რჩება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი