რუსულმა სარაკეტო თავდასხმამ ხმელნიცკში მრავალსართულიანი შენობები დააზიანა - 2 ადამიანი დაშავდა

გამოქვეყნდა:

ქალაქ ხმელნიცკის მერმა ალექსანდრე სიმჩიშინმა განაცხადა, რომ 18 თებერვალს ხმელნიცკის დილის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ათი სამოქალაქო მრავალსართულიანი შენობა და დაშავდა ორი ადამიანი.

მერის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

"დაზიანებულია სამი სასწავლო დაწესებულება და 10-მდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ჩამსხვრეულია 500-მდე ფანჯარა; დაზიანდა რამდენიმე ტექნიკა და ერთი კერძო მანქანა. არის ორი ადამიანი, რომლებსაც საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ“,- თქვა მერმა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის გამოცხადების შემდეგ, ხმელნიცკის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი გამალიმ რეგიონში აფეთქებების შესახებ განაცხადა. ბოლო ცნობებით, კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგია გამოირთო. ამ დროის მონაცემებით ოკუპანტებმა 4 "კალიბრის" ტიპის რუსული ფრთოსანი რაკეტა ისროლეს და უკრაინის საჰაერო ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი