არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა საინვესტიციო გარემო დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ - გახარია ფრონტერაზე

გამოქვეყნდა:

პრემიერ-მინსიტრის გიორგი გახარიას თქმით, არავის არ უნდა მისცენ შესაძლებლობა ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ეს შეფასება გახარიამ კომპანია ფრონტერასთან არსებულ დავაზე გააკეთა. 

გახარიას განმარტებით, საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო და აქტივის ტერიტორიების 99% მთავრობად დაიბრუნა, რაც შეეხება 1%-ს რომელიც კომპანიას დარჩა, ამაზე ქვეყანა სამართლებრივი დავის დაწყებას არ აპირებს.

ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ, იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის საქართველოში ქვეყნის საინვეტიციო კლიმატი, ბიზნეს გარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ. მეორე, არავის არ უნდა მივეცთ შესაძლებლობა სტარტეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული ნიშნით გამოიყენონ და მესამე, რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ კომპანაში მუშაობდნენ და მათი ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, - თქვა გიროგი გახარიამ.

ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია "ფრონტერამ" ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამერიკული კომპანია ხელისუფლებას ცილისწამებაში ადანაშაულებს და მიზანმიმართულ შევიწროებაში სდებს ბრალს. "ფრონტერა" წერს, რომ ამ კამპანიის მიზანი აშშ-დან წამოსული პირდაპირი ინვესტიციებისთვის ხელის შეშლაა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სარჩელი "ფრონტერას" წინააღმდეგ უმეტეს ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო კომპანია აცხადებს, რომ ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ტრიბუნალის გადაწყვეტილების რეალური შედეგების დამალვას ცდილობს.

კომპანია "ფრონტერასა" და საქართველოს მთავრობას შორის არსებული დავის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი