თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ ინფორმაცია, რომ სამხედრო ბაზიდან მოპარულ იარაღის ვაზნებს,სავარაუდოდ, შავ ბაზარზე ყიდდნენ, უარყო. გიორგაძემ დღეს "მთავარი არხი" დეზინფორმაციაში დაადანაშაულა.
"აბსურდული ინფორმაციაა, აბსურდული ინფორმაციაა გეუბნებით, არ მჯერა თქვენი კონკრეტული მაგალითების წინა გამოცდილებიდან გამომდინარე - სიცრუა. კარგით, რა სიცრუეს ნუ ავრცელებთ რა შავი ბაზარი, რის შავი ბაზარი", - ამბობს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
შეგახსენებთ, რომ "მთავარმა არხმა" მოამზადა ექსკლუზიური სიუჟეტი იმის შესახებ, თუ როგორ გაჰქონდათ სამხედრო ბაზიდან და სავარაუდოდ, შავ ბაზარზე ყიდდნენ იარაღის ვაზნებს. უკანონობას რეგულარული ხასიათი ჰქონდა და გაჩიანის სამხედრო ბაზიდან საბრძოლო მასალა თვეების განმავლობაში გამოდიოდა. როგორც ირკვევა, სამხედრო პოლიციას საქმეში ბრალდებულიც ჰყავს. ის გიორგი გიქორიშვილია, რომელიც წლებია მოქმედი სამხედროა და გაჩიანის ბაზაზეც დიდი ხანი მსახურობდა.
გიორგი გიქორაშვილი, პირი, რომელიც ვაზნებს ყიდდა, მართალია სამხედრო პოლიციამ დააკავა, თუმცა, ამის შესახებ სამინისტროს ინფორმაცია მთავარი არხის მიერ თემის დაინტერესებამდე არ გაუვრცელებია. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს ცალკეული შემთხვევაა. თუმცა ექსპერტები და მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულს, მხოლოდ ერთი ჯარისკაცი თანამზრახველებისა და მფარველების გარეშე ვერ ჩაიდნედა.