"20 თებერვალს დასავლეთს მივმართავთ... აქციის მიზანია, უფრო ფართოდ გაიგონ მიხეილ სააკაშვილის შესახებ..." | ფეიგინი

გამოქვეყნდა:

"გადაარჩინე მიშა!", "20 თებერვალს დასავლეთს მივმართავთ" - მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი რუსი უფლებადამცველი "მთავარ არხთან" აქციის მიზნებზე საუბრობს.

ფეიგინის თქმით, საქართველოს მთავრობა პარტნიორების მოწოდებებს არ უსმენს და სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს.

20 თებერვალს გასამართი აქცია სააკაშვილის მხარდამჭერი მოქალაქეების ინტერესებს გამოხატავს. 4 იანვარს ჩატარებული აქციების შემდეგ, პოლიტიკოსები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ. ხვალინდელი აქციის მიზანია, უფრო ფართოდ გაიგონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. დარწმუნებული ვარ, დასავლელი ლიდერები საკუთარ მოსაზრებას დააფიქსირებენ და კიდევ ერთხელ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაიყვანონ. ზუსტად ისე, როგორც ეს პოლონეთის პრემიერმა თქვა.

საქართველოს მთავრობამ პარტნიორებს არ მოუსმინა. არც საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც შეეძლო საჭირო ნაბიჯები გადაედგა. დღეს არსებული ვითარება ან საქართველოს მთავრობის სიჯიუტის, ან პოლიტიკური ანგარიშსწორების შედეგია. შესაძლებელია "ქართული ოცნების" მთავრობა იმდენად დამოუკიდებელი არ არის, რომ მსგავსი საკითხი დამოუკიდებლად გადაწყვიტოს.

როგორც ვხედავთ, მთავრობა მზად არის უარი თქვას ევროინტეგრაციაზე, ოღონდ სააკაშვილი არ სამკურნალოდ არ გადაიყვანონ. 4 იანვარს ჩვენ საქართველოს მთავრობას მივმართეთ, 20-ში კი დასავლეთს მივმართავთ. რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით რეზოლუციაც კი მიიღო, მოწამლულია თუ არა მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექპერტები, ექიმები და ტოქსიკოლოგები უნდა შეუშვას, რის შემდეგად სიმართლე გაირკვევა. მანიპულირებს თუ არა სააკაშვილი?! სრული სიცრუეა. ადამიანი ცუდად არის. საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან. დაუშვით საერთაშორისო ექიმების ჯგუფი და ისინი იტყვიან იტყუება თუ არა მიხეილ სააკაშვილი. რატომ არ აკეთებს ამას საქართველოს მთავრობა, რატომ ორჭოფობენ? "ქართული ოცნების" ლიდერები ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილი მანიპულირებს და რომ ჰგონიათ მათ ვინმე დაუჯერებს. დღეს საზოგადოებას სააკაშვილის უფრო სჯერა, ვიდრე მთავრობის, - ამბობს ფეიგინი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი