"მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული დისკუსია რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია" | სახდეპის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართული დისკუსია რეგიონში მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ანდრეა კალანის თქმით, კონფერენციაზე განხილული საკითხები კავკასიის რეგიონში, მათ შორის საქართველოში, მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიაა. ინტერვიუს დროს სახელწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, პუტინის ომსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლონეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას და დახმარებას ბოლომდე გააგრძელებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე დისკუსია გაიმართა. საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი კონფერენციების გამართვა, რადგან მას არამხოლოდ ლიდერები, არამედ სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოებაც ესწრებიან.

სხვადასხვა აზრის დაფიქსირება მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, იყო თუ არა შეხვედრა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის ან გაიმართა თუ არა რაიმე სახის ორმხრივი მოლაპარაკებები. ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. კონფერენციაზე ძალიან ბევრი საკითხი იქნა განხილული, რომელიც ევროპასა და მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, მშვიდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, - ამბობს კალანი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი